რუსეთში, ჩუკოტკაში ავიაკომპანია Strizh Aviation-ის კუთვნილი An-2-ის ტიპის თვითმფრინავი გაუჩინარდა. ამის შესახებ ინფორმაციას TASS-ი ავრცელებს.
TASS-ის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 3 ადამიანი - ეკიპაჟის 2 წევრი და ერთი მგზავრი იმყოფება.
თვითმფრინავი პევეკიდან აფრინდა და უკანაც ამ ადგილზე უნდა დამჯდარიყო, თუმცა დაფრენისას კონტაქტი არ დამყარდა.
როგორც გამოცემა ოპერატიულ სამსახურებზე დაყრდნობით იტყობინება, დაწყებულია თვითმფრინავის ძებნა.
"იგივე მარშრუტზე აფრინდა Mi-8 ტიპის ვერტმფრენი, რომელშიც მაშველები იმყოფებიან",- აცხადებენ ოპერატიულ სამსახურებში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press