სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ არის, ბრძენი ქართველი ხალხი როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის France 24-სთვის მიცემულ ინტერვიუს.
ღუდუშაურის განცხადებით, ქართველი ხალხი "ყველაფერს ბრძნულად შეაფასებს", რის შემდეგაც "ქართული ოცნება" "კიდევ უფრო ძლიერად მოვა ხელისუფლებაში".
"ნაციონალური მოძრაობის" მანდატებით ხელოვნურად გადარჩენილი იმპიჩმენტს, სალომე ზურაბიშვილი, დღეს ესაუბრება მტკიცებით ფორმაში, თურმე, როგორი უნდა იყოს ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, ეს არის სირცხვილი. სალომე ზურაბიშვილი, გეუბნებით, არის კონსტიტუციის, მთავარი კანონის დამრღვევი, ამის შემდეგ ყველაფერი ნათქვამი არის ამ ქალბატონთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი არ არის, ბრძენი ქართველი ხალხი როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
სალომე ზურაბიშვილი ამ ცრუ პოლიტიკური წინასწარმეტყველებით ნუ დაკავდება. ჯობია, იფიქროს იმაზე, როგორ აუხსნის ქართველ ხალხს იმას, რომ მან პატივი არ სცა და დაარღვია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი და ყველაზე მთავარი კანონი, რომელსაც კონსტიტუცია ითვალისწინებს. მე მწამს და მჯერა, რომ რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი, შეაფასებს ყველაფერს სწორად და ბრძნულად, ისე, როგორც აქამდე გაუკეთებია და ამის შემდეგ "ქართული ოცნება" კიდევ უფრო ძლიერად მოვა ხელისუფლებაში", - განაცხადა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, გუშინ, 9 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "2024 წლის არჩევნებზე შეიძლება ვიხილოთ ევოლუცია, რომელიც კოალიციურ მთავრობასთან მიგვიყვანს".
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press