Foto

Edison Research - მოსახლეობის 56% ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილი უნდა შეიწყალოს

საერთაშორისო კვლევითი კომპანია Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, რომელსაც ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს, მოსახლეობის 56% ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს.

გამოკითხვულთა 44% კი ფიქრობს, რომ ზურაბიშვილმა სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს.

Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით  ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 20 ოქტომბერი 6 ნოემბრის პერიოდში.