გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ვიზიტით ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალება CNN ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ბერბოკი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დასავლეთ სანაპიროზე, საუდის არაბეთში და ისრაელში ჩავა.
"ისრაელს აქვს უფლება და მოვალეობა დაიცვას თავი "ჰამასის" მიმდინარე სასტიკი ტერორისგან, რათა დაიცვას თავისი ხალხი. ამავდროულად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შემსუბუქდეს უდანაშაულო ბავშვების, ქალებისა და მამაკაცების საშინელი ტანჯვა," - განაცხადა ბერბოკმა.
შეგახსენებთ, ეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მესამე ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში მას შემდეგ, რაც "ჰამასსა" და ისრაელს შორის დაპირისპირება დაიწყო.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press