ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლის შესამცირებლად უფრო მეტი რამ უნდა გაკეთდეს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
ბლინკენის თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში ძალიან ბევრი პალესტინელი დაიღუპა და აშშ-ს სურს, რომ გააკეთოს ყველაფერი, რათა მაქსიმალურად დაეხმაროს მშვიდობიან მოსახლეობას.
„ძალიან ბევრი პალესტინელი დაიღუპა, ძალიან ბევრი დაზარალდა ბოლო კვირების განმავლობაში. გვინდა, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ზიანი მათთვის და მაქსიმალურად გამოვიყენოთ დახმარება. ამ მიზნით, განვაგრძობთ ისრაელთან კონკრეტული ნაბიჯების განხილვას. არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს, უბრალოდ, შემიძლია ვთქვა, რომ შესაძლებელია მეტის გაკეთება პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის შესამცირებლად“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ცნობისთვის, ისრაელ-„ჰამასის“ ომში დაღუპულთა რაოდენობამ ორივე მხარეს 12 300-ს გადააჭარბა
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press