Foto

ღარიბაშვილი - ოკუპაციასთან დაკავშირებით გამოწვევა არ გამქრალა, მაგრამ ჩვენ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა ავირჩიეთ

საქართველოში ოკუპაციასთან დაკავშირებით გამოწვევა არ გამქრალა, მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზის „მშვიდობის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ყველა ხელმძღვანელობის პირობებში საქართველოში იყო ომები, კონფლიქტები, ხოლო "ახლა არის ერთადერთი პერიოდი, როდესაც საქართველოში ომი არ არის და ჩვენ ტერიტორიებს არ ვკარგავთ".

„ჩვენ, ჩვენმა მთავრობამ მოვახერხეთ მიგვეღწია უწყვეტი და უპრეცედენტო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში. ყველა ხელმძღვანელობის პირობებში საქართველოში იყო ომები, კონფლიქტები, ვკარგავდით ტერიტორიებს, ახლა არის ერთადერთი პერიოდი, როდესაც საქართველოში ომი არ არის და ჩვენ ტერიტორიებს არ ვკარგავთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.