ევროკავშირის გაფართოება არის ინვესტიცია სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პარიზის "მშვიდობის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მიშელის თქმით, ევროკავშირის გაფართოება ადვილი არ არის, ვინაიდან არსებობს გზა შეზღუდვებითა და დაბრკოლებებით, მაგრამ, "როგორც არასდროს, არსებობს პოლიტიკური ნება, რადგან ჩვენ გავიაზრეთ გეოპოლიტიკური იმპერატივი. გაფართოება არის არჩევანი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის".
„უკრაინის წინააღმდეგ ომმა მთლიანად შეცვალა ევროპული პარადიგმა. როდესაც ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ევროკავშირმა, და არა ნატო-მ, გადაწყვიტა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, მან ძირეულად შეცვალა პარადიგმა. ჩვენ განვაგრძეთ ინტენსიური მუშაობა, რათა გაგვეძლიერებინა ოპერატიული უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობები ევროპულ დონეზე, რათა გვქონოდა მყარი, მტკიცე ევროპული საყრდენი ნატო-ში. ეს არის პირველი ელემენტი; და მეორე ელემენტი, მე ამას ვამბობ საქართველოს პრეზიდენტის გვერდით, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და მან იცის ეს. მეორე ელემენტი არის ევროკავშირის გაფართოება. გაფართოება არის ინვესტიცია სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. ეს ადვილი არ არის. არსებობს გზა შეზღუდვებით და დაბრკოლებებით, მაგრამ, როგორც არასდროს, არსებობს პოლიტიკური ნება, რადგან ჩვენ გავიაზრეთ გეოპოლიტიკური იმპერატივი. გაფართოება არის არჩევანი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press