ერთი თვის განმავლობაში, უკრაინელმა დამცველებმა დაახლოებით 10 ათასი რუსი ოკუპანტი გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.
გარდა ამისა, ზალუჟნი აღნიშნავს, რომ უკრაინის სამხედრო ძალებმა 100-ზე მეტი ტანკი, 250 ჯავშანმანქანა, ორმოცდაათამდე საარტილერიო სისტემა და 7 SU-25-ის ტიპის თვითმფრინავი გაანადგურეს.
"ამ დროის განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს მტრის 100-ზე მეტი ტანკი, 250 ჯავშანმანქანა, ორმოცდაათამდე საარტილერიო სისტემა და 7 SU-25-ის ტიპის თვითმფრინავი.
მტრის ცოცხალი ძალის ჯამური დანაკარგი შეადგენს დაახლოებით ათი ათას ადამიანს", - განაცხადა ვალერი ზალუჟნიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press