აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი 15 ნოემბერს ერთმანეთ სან-ფრანცისკოში შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
ინფორმაციას ასევე ავრცელებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და აცხადებს, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი აშშ-ს 14-17 ნოემბრის პერიოდში ეწვევა.
ორი ქვეყნის ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ ეს 2023 წელს აშშ-სა და ჩინეთის ლიდერებს შორის პირველი პირისპირ შეხვედრა იქნება. მანამდე ისინი, ერთმანეთს ერთი წლის წინ ბალიში, G20-ის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press