თამაზ გინტური იყო საქართველოს პატრიოტი, 2008 წლის ომის მონაწილე და იმიტომ, რომ სალოცავის აჭედილი კარი გააღო, ოკუპანტმა ზურგში სროლით მოკლა, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
დღეს, გორში თამაზ გინტურის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, პარტიის წევრებთან ერთად იმყოფება.
„თამაზ გინტური იყო საქართველოს პატრიოტი, 2008 წლის ომის მონაწილე და იმიტომ, რომ სალოცავის აჭედილი კარი გააღო, იმიტომ, რომ სასაფლაოზე იყო, ოკუპანტმა ზურგში სროლით მოკლა და ჩვენდა სამწუხაროდ ეს არ არის ერთეული შემთხვევა, როცა ხდება ადამიანების მკვლელობა, გატაცება და შემდეგ ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს არავინ და სამწუხაროდ, არც ოკუპანტს, კონკრეტულ დამნაშავეებს არ სთხოვს პასუხს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა
შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს. უკანონო პატიმრობაში მყოფი დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press