Foto

თამაზ გინტურის ძმა - მოვითხოვთ დამნაშავის დასჯას, თუ ვინმე მოგვაქცევს ყურადღებას მადლობელი ვიქნები

მოვითხოვთ დამნაშავის დასჯას, - ამის შესახებ რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა განაცხადა.

ნიკოლოზ გინტურის თქმით, თუ დამნაშავეებს გადმოსცემენ საქართველოს ის მადლობელი იქნება.

"მოვითხოვთ დამნაშავის დასჯას. თუ ვინმე მოგვაქცევს ყურადღებას და დამნაშავეებს გადმოსცემენ საქართველოს, დიდი მადლობელი ვიქნები ყველას", - განაცხადა ნიკოლოზ გინტურმა.

ცნობისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს. უკანონო პატიმრობაში მყოფი დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.

თამაზ გინტურს დღეს, 11 ნოემბერს დაკრძალავენ.