ეს არის ერთ-ერთი იმ ბევრი, გულანთებული ადამიანიდან, რომლის გაფრთხილებასაც მე ვცდილობდი. წინასწარ ვთქვი, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს, დაუფიქრებელ ნაბიჯებს, - ამის შესახებ დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურზე საუბრისას განაცხადა.
ჯაღმაიძის თქმით, საქართველოს ტერიტორიების უსამართლო ოკუპაციას არა ერთი ასეთი ტრაგედია მოჰყვა.
„საქართველოს ტერიტორიების უსამართლო ოკუპაციას არა ერთი ასეთი ტრაგედია მოჰყვა. ასეთი ვაჟკაცი ადამიანები მას ასე იოლად ვერ აიტანენ. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთები. ბევრი გვყავს. ჩვენ ვერ გავუფრთხილდით ასეთ ხალხს. ეს არის ერთ-ერთი იმ ბევრი, გულანთებული ადამიანიდან, რომლის გაფრთხილებასაც მე ვცდილობდი. წინასწარ ვთქვი, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს, დაუფიქრებელ ნაბიჯებს. ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ ავარიდეთ ამ კაცს ეს საფრთხე“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს. უკანონო პატიმრობაში მყოფი დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.
თამაზ გინტურს დღეს, 11 ნოემბერს დაკრძალავენ.
ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრ...
„ავერსი“ კიდევ ერთხელ იმსახურებს &b...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა ...
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
Mana press