Foto

Microsoft-ის დირექტორი - რუსეთი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

რუსეთი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს, - ამის შესახებ Microsoft-ის ვიცე-თავმჯდომარემ და პრეზიდენტმა, ბრედ სმიტმა განაცხადა.

სმიტის თქმით, Microsoft-ი ქმნის ტექნოლოგიურ საშუალებებს, რომლებიც ხელს უწყობენ მანიპულაციური, მოდიფიცირებული და შეცვლილი კონტენტის გამოვლენას, რაც წარმატებით განხორციელდა რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის შემთხვევაში. 

„ჩვენ ვქმნით ტექნოლოგიურ საშუალებებს, რომლებიც ხელს უწყობენ მანიპულაციური, მოდიფიცირებული და შეცვლილი კონტენტის გამოვლენას. წარმატებას მივაღწიეთ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის გამოვლენაში, ისევე როგორც ეს პანდემიის დროს ხდებოდა, როდესაც ისინი ადამიანებს ვაქცინაციაზე უარის თქმისკენ მოუწოდებდნენ. როდესაც დეზინფორმაციას ვხვდებით, გვაქვს სამი არჩევანი: არაფერი მოვიმოქმედოთ, წავშალოთ ის ან მოვნიშნოთ როგორც მანიპულაციური ინფორმაცია. კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს კომპანიამ ასეთ შემთხვევაში, ამ საკითხზე საზოგადოებაში კონსენსუსი არ არსებობს“, - აღნიშნა ბრედ სმიტმა.