რუსეთი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს, - ამის შესახებ Microsoft-ის ვიცე-თავმჯდომარემ და პრეზიდენტმა, ბრედ სმიტმა განაცხადა.
სმიტის თქმით, Microsoft-ი ქმნის ტექნოლოგიურ საშუალებებს, რომლებიც ხელს უწყობენ მანიპულაციური, მოდიფიცირებული და შეცვლილი კონტენტის გამოვლენას, რაც წარმატებით განხორციელდა რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის შემთხვევაში.
„ჩვენ ვქმნით ტექნოლოგიურ საშუალებებს, რომლებიც ხელს უწყობენ მანიპულაციური, მოდიფიცირებული და შეცვლილი კონტენტის გამოვლენას. წარმატებას მივაღწიეთ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის გამოვლენაში, ისევე როგორც ეს პანდემიის დროს ხდებოდა, როდესაც ისინი ადამიანებს ვაქცინაციაზე უარის თქმისკენ მოუწოდებდნენ. როდესაც დეზინფორმაციას ვხვდებით, გვაქვს სამი არჩევანი: არაფერი მოვიმოქმედოთ, წავშალოთ ის ან მოვნიშნოთ როგორც მანიპულაციური ინფორმაცია. კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს კომპანიამ ასეთ შემთხვევაში, ამ საკითხზე საზოგადოებაში კონსენსუსი არ არსებობს“, - აღნიშნა ბრედ სმიტმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press