Foto

გაფრინდაშვილი - ყველანი დამნაშავეები ვართ, ჩემით დაწყებული, პრემიერით დამთავრებული, ჩუმად ვართ, არ ვეწინააღმდეგებით ოკუპაციას

ყველა ჩვენგანის ტრაგედიაა და ყველა ჩვენგანი დამნაშავე ვართ, რომ ასეთი სავალალო ფაქტი მოხდა, - ამის შესახებ  საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის დაკრძალვაზე მისულმა ვაჟა გაფრინდაშვილმა განაცხადა.

გაფრინდაშვილის თქმით, მისით დაწყებული და პრემიერ-მინისტრით დამთავრებული ყველა დამნაშავეა, რადგან ოკუპაციას არ ეწინააღმდეგებიან.

"ყველა ჩვენგანის ტრაგედიაა და ყველა ჩვენგანი დამნაშავე ვართ, რომ ასეთი სავალალო ფაქტი მოხდა. იმიტომ, რომ ჩემით დაწყებული და ჩვენი პრემიერ-მინისტრით დამთავრებული, ყველა ვართ ჩუმად და არ ვეწინააღმდეგებით ამ ოკუპაციას. ოკუპაცია უნდა დამთავრდეს. რუსეთი არის ჩვენი მტერი", - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

ცნობისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა 2019 წლის 9 ნოემბერს ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს და 49 დღის განმავლობაში პატიმრობაში ჰყავდათ.