ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ ღაზაში "ჰამასის" მეთაური, აჰმედ სიამი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია Times of Israel ავრცელებს.
როგორც თავდაცვის ძალები აცხადებს, აჰმედ სიამის ღაზაში, რანთისის საავადმყოფოში, დაახლოებით 1 000 ადამიანი მძევლად ჰყავდა აყვანილი.
IDF-ის ცნობით, დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მოიერიშე თვითმფრინავმა მიიტანა იერიში ღაზაში მდება ალ-ბურაქის სკოლაზე, სადაც სიამი მის დაქვემდებარეში მყოფ მებრძოლებთან ერთად იმალებოდა.
"აჰმედ სიამის შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჰამასი ღაზის სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას ტერორისტული მიზნებისთვის ადამიანურ ფარად იყენებს", - ნათქვამია IDF-ის განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press