ისრაელის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თელ-ავივსა და იერუსალიმში, "ჰამასის" მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტექტო აქციები გაიმართა. ამის შესახებ The Times of Israel-ი წერს.
გამოცემის ცნობით, თელ-ავივში აქციას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რიუვენ რივლინიც ესწრებოდა.
"მივმართავ მსოფლიოს ყველა ლიდერს - იმოქმედეთ ჩვენი მძევლების გასათავისუფლებლად",- თქვა ექსპრეზიდენტმა.
როგორც CNN იტყობინება, მძევლების ოჯახის წევრებმა მოუწოდეს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და მთავრობას, რომ მძევლების სახლებში დასაბრუნებლად მეტი გააკეთონ.
ოჯახები ასევე სთხოვენ საერთაშორისო თანამეგობრობასა და წითელ ჯვარს, "ჰამასის" მიერ გატაცებული ადამიანებისთვის სამედიცინო დახმარება უზრუნველყონ.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ღაზას სექტორში ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" მიერ გატაცებული 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press