ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ღაზას სექტორის ჩრდილოეთში ჰუმანიტარული პაუზა დღესაც გაგრძელდება, რათა პალესტინელებმა ჩრდილოეთ ნაწილიდან სამხრეთში გადასვლა შეძლონ.
IDF-ის არაბულენოვანი სპიკერი, ვიცე-პოლკოვნიკი ავიჩაი ადრეი X-ზე [ყოფილ Twitter-ზე] წერს, რომ მოსახლეობის გადაადგილებისთვის სალაჰ ა-დინის გზა 7 საათის განმავლობაში ღია იქნება.
გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის ძალები ასახელებს კიდევ რამდენიმე ლოკაციას, სადაც "სამხედრო მოქმედებებში ტაქტიკურ პაუზას" გამოიყენებენ.
შეგახსენებთ, 10 ნოემბერს, თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ისრაელი ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში, ყოველდღე 4-საათიან ჰუმანიტარულ პაუზებს დაიწყებდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press