ისლანდიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე მიწისძვრამ გააჩინა საფრთხე, რომ შესაძლოა, ვულკანი ამოიფრქვეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც CNN წერს, ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე სანაპირო ქალაქ გრინდავიკის მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა.
"მიწისძვრები შეიძლება გაგრძელდეს და მოვლენების ამ თანმიმდევრობამ, შესაძლოა, ვულკანის ამოფრქვევა გამოიწვიოს, თუმცა, ჯერ კიდევ არ არის ნიშნები იმისა, რომ მაგმა ზედაპირს უახლოვდება. მის პროგრესს ყურადღებით აკვირდებიან“,- აცხადებენ ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სააგენტოში.
აღსანიშნავია, რომ ვულკანი, რომლის ამოფრქვევის საფრთხეც არსებობს, 2021 წლის ამოფრქვევამდე 800 წლის განმავლობაში მიძინებული იყო.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press