"ჰეზბოლა" ლიბანს ომში ითრევს - რასაც ახლა ღაზაში ვაკეთებთ, შეგვიძლია, ბეირუთშიც გავაკეთოთ,- ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.
გალანტი გამოეხმაურა "ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ისრაელთან ფრონტი აქტიური დარჩება.
"ლიბანის მოქალაქეებს ვეუბნები - უკვე ვხედავ ღაზას მოქალაქეებს თეთრი დროშებით, რომლებიც სანაპიროს გასწვრივ მიდიან და სამხრეთით მიემართებიან. "ჰეზბოლა" ითრევს ლიბანს ომში, რომელიც შეიძლება მოხდეს და ის შეცდომას უშვებს. თუ ასეთ ზომებს უშვებს, პირველ რიგში, ამ ფასს ლიბანის მოქალაქეები გადაიხდიან. რასაც ახლა ღაზაში ვაკეთებთ, შეგვიძლია, გავაკეთოთ, ბეირუთშიც. ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალები თავისი რესურსების მეათედზე ნაკლებს იყენებს ღაზას სექტორში",- განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
ცნობისთვის, ლიბანური შიიტური დაჯგუფება "ჰეზბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ ისრაელთან აქტიური ფრონტის შენარჩუნების შესახებ განცხადება სატელევიზიო მიმართვისას გააკეთა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press