Foto

ზურაბიშვილი - მომავალი არჩევნები მონოპარტიული სისტემიდან გამოსვლის შანსია

ყოველი რეჟიმის შემთხვევაში, რომლებიც ცვლიდნენ ერთმანეთს, ვბრუნდებოდით უფრო და უფრო მონოპარტიულ რეჟიმზე, რომელიც უფრო და უფრო აკონტროლებს ინსტიტუციებს,- ამის შესახებ საქართველოს  პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა RFI-სთან [Radio France Internationale] ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მომავალი არჩევნები ამ სისტემიდან გამოსვლის შანსია.

"საქართველო დღემდე, მისი დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, არასოდეს გამოსულა ერთპარტიული სისტემიდან. მიუხედავად მეტნაკლებად დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნებისა, რომელიც საერთო ჯამში, უფრო დადებითად იყო შეფასებული, ვიდრე უარყოფითად. ყოველი რეჟიმის შემთხვევაში, რომლებიც ცვლიდნენ ერთმანეთს, ვბრუნდებოდით უფრო და უფრო მონოპარტიულ რეჟიმზე, რომელიც უფრო და უფრო აკონტროლებს ინსტიტუციებს. მომავალი არჩევნები ამ სისტემიდან გამოსვლის შანსია და შანსი იმისა, რომ გადავიდეს სხვა, დემოკრატიისათვის დამახასიათებელ სისტემაზე, რომელიც უფრო ემსგავსება კოალიციას, ვიდრე ერთი პარტია, რომელიც იმარჯვებს ყველგან და შემდეგ თვლის, რომ მარტოა ხელისუფლებაში",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, როგორც ამას პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება.