„ქართული ოცნებაა“ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც გაიმარჯვებს და კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის France 24-სთვის მიცემულ ინტერვიუს.
კალაძის თქმით, „რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები“, რომლებიც მსგავს განცხადებებს აკეთებენ, რეალობას მოწყვეტილები არიან.
„გაუგებარია რა კოალიციურ მთავრობაზეა საუბარი. ამ ადამიანების განცხადებები, რომლებიც დღეს რადიკალურ ფრთას წარმოადგენენ, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, რეალობას მოწყვეტილები არიან, ვერ გრძნობენ, რა ხდება ქვეყანაში და ხალხს რა დამოკიდებულება აქვთ მათ მიმართ. „ქართული ოცნებაა“ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც გაიმარჯვებს და კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, 9 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "2024 წლის არჩევნებზე შეიძლება ვიხილოთ ევოლუცია, რომელიც კოალიციურ მთავრობასთან მიგვიყვანს".
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press