Foto

სირცხვილია, ისევ თავმჯდომარე რომ ხარ - ელისაშვილი ბერაიას

სირცხვილია, ირაკლი, პირდაპირ გეუბნები, სირცხვილია, ისევ რომ ხარ თავმჯდომარე,- ასე მიმართა პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიას კომიტეტის სხდომაზე.

ელისაშვილმა ბერაიას გადადგომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 

"უღირსი საქციელი როცა ჩაიდინე, მაშინ უნდა გეფიქრა, ვინ გექაჩებოდა ენაზე იმ საზიზღრობებს რომ აყრანტალებდი?! შესაბამისად, ვერ გაგრძელდება აქ ჯანსაღად სიტუაცია, სანამ იქნები ჩაბღაუჭებული თანამდებობას. სირცხვილია ყოველი დღე, როდესაც ატარებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე",- მიმართა ელისაშვილმა ბერაიას. 

შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შეურაცხყოფა მიაყენა.

მოგვიანებით, ბერაიამ  აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.