გადადგომას ნამდვილად არ ვაპირებ. ყველამ მინდა ეს კარგად გაიგოს ერთხელ და სამუდამოდ,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მას შემდეგ, რაც "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მის ყოფნას "სირცხვილი" უწოდა, ბერაიამ თქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე "სპეკულაციები უნდა დასრულდეს".
"მანამ, სანამ მეც და ჩემი გუნდიც ვთვლით, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ჩვენ ერთად ვაკეთებთ საქვეყნო საქმეს, ჩემი პოზიცია არის ასეთი და ამასთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დასრულდეს",- თქვა ბერაიამ.
შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შეურაცხყოფა მიაყენა.
მოგვიანებით, ბერაიამ აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press