დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა ყოფილი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში წინა ხაზზე ვიყავი, იმედი მაქვს, რომ ჩემი გამოცდილება - როგორც კონსერვატიული ლიდერი თერთმეტი წლის განმავლობაში და პრემიერ-მინისტრი ექვსი წლის განმავლობაში - დამეხმარება პრემიერ-მინისტრის დახმარებაში",- დაწერა კამერონმა სოციალურ ქსელში.
კამერონის საგარეო უწყების ხელმძღვანელად დანიშვნას გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი.
„მისი უზარმაზარი გამოცდილება საერთაშორისო ასპარეზზე ფასდაუდებელი იქნება ჩვენს სამყაროში დიდი გაურკვევლობის დროს“,- წერს მეი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე შეცვალა ჯეიმს კლევერლი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.
შს მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ დარჩა, რაც პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა სუელა ბრავერმანი თანამდებობიდან მოხსნა.
დევიდ კამერონი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 2010-2016 წლებში იყო. მან თანამდებობა "ბრექსიტის" რეფერენდუმის შემდეგ დატოვა. კამერონი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას ემხრობოდა, თუმცა რეფერენდუმზე მხარი ქვეყნის EU-დან გასვლას დაუჭირეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press