Foto

პალესტინის პრემიერი - გაეროსა და ევროკავშირს მოვუწოდებ, ღაზას სექტორში მცხოვრებ ხალხს დახმარება პარაშუტებით მიაწოდონ

პალესტინის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ შტაიე ევროკავშირსა და გაეროს მოუწოდებს, რომ ღაზას სექტორში მცხოვრებ ხალხს დახმარება პარაშუტებით მიაწოდონ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია Times of Israel ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება წერს, ისრაელის თანხმობის გარეშე ორგანიზაციები ღაზაში პარაშუტების საშუალებით დახმარების მიწოდებას ვერ შეძლებენ.

„მოვუწოდებ გაეროსა და ევროკავშირს, პარაშუტებით მიაწოდონ დახმარება ღაზის სექტორში, განსაკუთრებით, ჩრდილოეთში“, - განაცხადა მოჰამედ შტაიემ.