Foto

რუსეთის სამხედრო ძალებმა ხერსონი დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ხერსონზე საარტილერიო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დაბომბვას  64 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, რომელიც ავტომობილით შვილთან და ორი თვის შვილიშვილთან ერთად გადაადგილდებოდა.

აფეთქების შედეგად დაზიანება მიიღო შვილმა და შვილიშვილმაც, როგორც "უკრაინასკაია პრავდა" წერს, ხერსონის გარეუბანში რუსების ცეცხლის ქვეშ მოხვედრილი ბავშვი საავადმყოფოში პოლიციელებმა გადაიყვანეს.

ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის თქმით შემთხვევა 11:40 საათზე მოხდა, როდესაც ოჯახი სამედიცინო შემოწმებიდან ბრუნდებოდა.