რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ წამალი ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინინაშია, - ამის შესახებ აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის დედა, მაკუნა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მაკუნა გოჩიაშვილი წერს, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვები პირველ დოზას ზეგ გაიკეთებენ.
"ვზივარ და ვბღავი გიჟივით, თან ვიცინი თან ვტირი, თან ვეღარ ვითმენ ზეგამდე რომ არ გითხრათ.
რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ წამალი ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინინაშია. ზეგ ჩვენი თინეიჯერები პირველ დოზას გაიკეთებენ", - წერს მაკუნა გოჩიაშვილი.
შეგახსენებთ, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები, მედიკამენტ "ვოზორიტიდის" შემოტანის მოთხოვნით უწყვეტ აქციებს მართავდნენ.
5 მაისს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა საპროტესტო აქციები შეწყვიტეს და სამუშაო ჯგუფს შეუერთდნენ.
ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრ...
„ავერსი“ კიდევ ერთხელ იმსახურებს &b...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა ...
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
Mana press