გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებაში განსაკუთრებული წვლილი მიგვიძღვის სწორედ ჩვენს ძალას - "ხალხის ძალას",- ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
როგორც სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, "რეკომენდაციების შესასრულებლად მოცემული 6-თვიანი ვადა ხაფანგი იყო".
"ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ, როდესაც უკრაინასა და მოლდოვას სტატუსი მიანიჭეს, ხოლო ჩვენ უპრეცედენტოდ მოკლე ვადა - 6 თვე მოგვცეს რეკომენდაციების შესასრულებლად, მაშინ ვთქვით, რომ ეს იყო ერთგვარი ხაფანგი, რომელიც იმისთვის იყო მოგონილი, რომ ქვეყანაში საზოგადოების ნაწილის მღელვარება არ განელებულიყო. ვგულისხმობ იმას, რომ 6-თვიანი ვადა იყო ეს ხაფანგი და არა თვითონ ის პირობები, რომლებიც წამოგვიყენეს... დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სწორედ იმ სიმართლემ, რასაც საზოგადოებას ვეუბნებოდით, შეუძლებელი გახადა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და საბოლოოდ მიგვაღებინა კანდიდატის სტატუსი",- თქვა სუბარმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press