Foto

შოლცი - თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ისრაელის ფაშიზმში დადანაშაულება აბსურდულია

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ისრაელის ფაშიზმში დადანაშაულება აბსურდულია, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

შოლცის თქმით, ისრაელი არის დემოკრატია და ქვეყანა, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებსა და საერთაშორისო სამართალს და შესაბამისად მოქმედებს.

"ისრაელი არის დემოკრატია და ქვეყანა, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებსა და საერთაშორისო სამართალს და შესაბამისად მოქმედებს. ამიტომ ისრაელის მიმართ ბრალდებები აბსურდულია", - განაცხადა ოლაფ შოლცმა.