Foto

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის მხარეს მებრძოლი 2 ქართველის ტყვედ აყვანის ინფორმაციას ავრცელებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მათ უკრაინის მხარეს მებრძოლი ორი ქართველი მებრძოლი ტყვედ აიყვანეს.

რუსეთის თავდაცვის უწყებამ Telegram არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც, როგორც თავად ამბობენ ქართველი ტყვის დაკითხვა მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით დაკავებულია საქართველოს მოქალაქე გიორგი გოგლიძე, რომელიც უკრაინის მე-2 ინტერნაციონალურ ლეგიონში სნაიპერი იყო. 

გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულია ამავე ლეგიონის კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი - გიორგი ჩუბითიძე.