ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ჰამასის" წინააღმდეგ სანქციების მესამე პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
სახაზინო დეპარტამენტი აცხადებს, რომ სანქციები მიზნად ისახავს "ჰამასის" ლიდერებისა და იმ მექანიზმების ფინანსების შეზღუდვას, რომლითაც ირანი მხარს უჭერს "ჰამასს".
"აშშ განაგრძნობს მუშაობას ჩვენ პარტნიორებთან, მათ შორის, გაერთიანებულ სამეფოსთან, რათა "ჰამასმა" ვერ შეძლოს სასტიკი ქმედებებისთვის თანხის აგროვება. "ჰამასის" ქმედებებმა გამოიწვია უზარმაზარი ტკივილი და აჩვენა, რომ ტერორიზმი იზოლაციაში არ ხდება. ჩვენ პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ერთობლივად წინ მივიწევთ "ჰამასის" ფინანსური ინფრასტურქტურის შესასტუსტებლად და მათთვის დაფინანსების ახალი წყაროების დასაბლოკად", - ნათქვამია სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press