Rheinmetall-ი უკრაინას Leopard 1A5-ის ტიპის 25 ტანკს გადასცემსუკრაინის მინისტრთა კაბინეტმა და გერმანულმა კონცერნმა Rheinmetall-მა Leopard 1 სისტემების მიწოდებაზე ხელშეკრულება გააფორმეს.
უკრაინული მედიის ცნობით, გაფორმებული ხელშეკრულება Leopard 1 A5 ტიპის 25 მთავარი საბრძოლო ტანკის, 5 საევაკუაციო ჯავშანმანქანის და მძღოლის მოსამზადებლად განკუთვნილი 2 ტანკის მიწოდებას ითვალისწინებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ტანკები უკრაინას 2024 წელს უნდა გადაეცეს.
"გერმანიის მიერ დაფინანსებული და რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების შეკვეთა ასევე მოიცავს ტრენინგს, ლოჯისტიკას, სათადარიგო ნაწილებს, ტექნიკურ მომსახურებას და სხვა დამხმარე მომსახურებას", - ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press