Foto

„გაეროს გენერალური მდივანი თანამდებობას არ შეეფერება“ - ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუტერეშს გადადგომისკენ მოუწოდა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში თანამდებობას არ შეეფერება, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა განაცხადა და გუტერეშს გადადგომისკენ მოუწოდა.

კოენის თქმით, გუტერეშს "ჰამასის" ორგანიზაციის დასაგმობად საკმარისი არ აქვს გაკეთებული, იმის ფონზე, როდესაც "მთელი მსოფლიო ამბობს, რომ ჰამასი ISIS-ზე უარესია".  

"გუტერეში არ იმსახურებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი იყოს. ვფიქრობ, რომ გუტერეშმა, ყველა თავისუფალი სახელმწიფოს მსგავსად, ცხადად და ხმამაღლა უნდა თქვას - გათავისუფლდეს ღაზა "ჰამასისგან", - განაცხადა ელი კოენმა.

ცნობისთვის, 24 ოქტომბერს გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე სიტყვით გამოსვლის განაცხადა, რომ ჰამასის თავდასხმები "ვაკუუმში არ მომხდარა" და პალესტინელები "56 წელია ოკუპაციას ექვემდებარებიან".