Foto

ბაიდენი - „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლებისთვის გამართულ დისკუსიებში აქტიურად ვარ ჩართული

„ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლებისთვის გამართულ დისკუსიებში აქტიურად ვარ ჩართული, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენის თქმით, ის ყოველდღე საუბრობს მხარეებთან, რომლებიც მონაწილეობენ მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებებში, თუმცა დეტალების გაზიარება არ სურს.

„დაგველოდეთ, ჩვენ მოვდივართ“, - განაცხადა ბაიდენმა მძევლების ოჯახის წევრებისთვის.

ცნობისთვის, ისრაელის ინფორმაციით, ორგანიზაცია „ჰამასის“ ტყვეობაში სულ 240 მძევალია.