Foto

ბაიდენი ძინპინთან შეხვედრაზე - მოლაპარაკებების მიზანი ორ სახელმწიფოს შორის ნორმალური კომუნიკაციის აღდგენაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მედიასთან ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრის მოლოდინებზე ისაუბრა.

ბაიდენის თქმით, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან მიმდინარე კვირაში მოლაპარაკებების მიზანი ორ სახელმწიფოს შორის ნორმალური კომუნიკაციის აღდგენაა, მათ შორის სამხედრო კონტაქტებიც.

„მიზანია, რომ დავუბრუნდეთ კომუნიკაციის ჩვეულებრივ კურსს, შეგვეძლოს დარეკვა და საუბარი ერთმანეთთან კრიზისის დროს. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს სამხედროებს კვლავ აქვთ ერთმანეთთან კონტაქტი. როგორც გითხარით, ჩვენ არ ვცდილობთ ჩინეთისგან დისტანცირებას, ის, რასაც ჩვენ ვცდილობთ, არის ურთიერთობების უკეთესობისკენ შეცვლა“, - განაცხადა ბაიდენმა.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენი და სი ძინპინი ერთმანეთს 15 ნოემბერს შეხვდებიან.