Foto

მგონია, რომ ცოტათი არასასურველი ვითარებაა - დანიგანი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე

მგონია, რომ ცოტათი არასასურველი ვითარებაა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც დანიგანმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში აღნიშნა, ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც რუსეთს სულ უფრო უახლოვდება.

"გულწრფელი უნდა ვიყო: როცა ვამბობ, რომ პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამასვე ვგულისხმობთ - ნამდვილად პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს...

სტრატეგიულ პარტნიორობას რაც შეეხება, მხოლოდ შევნიშნავ, რომ იმ შეთანხმებაში საქართველო ცალსახად აღიარებს ჩინეთის სუვერენიტეტს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მსგავს მიდგომას ჩინეთისგან საქართველოს მიმართ. ამასთან, ეს არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს. რუსეთს კი ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. მგონია, რომ ცოტათი არასასურველი ვითარებაა",- ამბობს რობინ დანიგანი.