Foto

ზაპოროჟიეს ოლქში, რუსი ოკუპანტების განმეორებით თავდასხმას ორი უკრაინელი მაშველი ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც

ზაპოროჟიეს ოლქში რუსი სამხედროების მიერ განმეორებითი თავდასხმის შედეგად ორი მაშველი დაიღუპა, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა.

კლიმენკოს თქმით, მომხდარის შედეგად დაშავებულია კიდევ სამი მაშველი და ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე.

"ჩვენი საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები რუსეთის თავდასხმის ერთ-ერთ ადგილას გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ, რა დროსაც ოკუპანტებმა ამავე ადგილს მეორედ დაარტყეს", - განაცხადა მინისტრმა.