კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ სომხეთის უსაფრთხოების გამოწვევებს სათანადოდ არ უპასუხა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია უარს ამბობს სომხეთში თავისი პასუხისმგებლობის სფეროს დე იურე დაფიქსირებაზე.
"ჩვენ ყველა ჩვენს კოლეგას პატივისცემით ვეპყრობით, უბრალოდ აღვნიშნავთ, რომ ჩვენს საზოგადოებას არ ესმის, რატომ მივდივართ იქ ყოველ ჯერზე და ვიმეორებთ ერთსა და იმავეს, ვამბობთ იგივეს, პასუხის მიღების გარეშე და ისევ ვბრუნდებით. შემდეგ ჯერზე ისევ მივდივართ და ვბრუნდებით ყოველგვარი პასუხის მიღების გარეშე", - განაცხადა ფაშინიანმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press