უკრაინას კიდევ უფრო სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა ახლა, როდესაც ახლო აღმოსავლეთშიც ომია, - ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა.
მისივე თქმით, გერმანია არ დაივიწყებს უკრაინაში მიმდინარე ომს, როგორი იმედიც არ უნდა ჰქონდეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.
გარდა ამისა, შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ რუსეთის რეჟიმის საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მისი მეზობელი ქვეყნებიც არიან.
"უკრაინას კიდევ უფრო სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა ახლა, როდესაც ახლო აღმოსავლეთშიც ომია და უკრაინის ომს აღარ ექცევა ის ყურადღება, რაც მას ასე სჭირდება. პუტინი ელის, რომ მსოფლიო დაივიწყებს უკრაინას", - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press