რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ნატოს ყოფილი ხელმძღვანელის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც უკრაინის ნატოში „ნაწილობრივი წევრობის“ იდეა წარმოადგინა, რათა ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი არ გავრცელდეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
როგორც ზახაროვამ აღნიშნა, რუსეთისთვის მიუღებელია ნატოში უკრაინის ნებისმიერი ფორმით გაწევრიანება, იქნება ეს ნაწილობრივ, თუ სხვა ფორმატში.
„ჩვენ მუდმივად განვმარტავთ ჩვენს პოზიციას უკრაინის ნატოში შესვლის თაობაზე. ნაწილობრივ, თუ ცალკეული ნაწილების გარეშე, ნებისმიერი ფორმით, რუსეთისთვის მიუღებელია უკრაინის შესვლა ატლანტიკურ ბლოკში“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press