ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ისრაელს "ტერორისტული სახელმწიფო" უწოდა.
ნეთანიაჰუს თქმით, ერდოღანის "ქადაგებას" ისრაელი ვერ მიიღებს, იმის ფონზე, რომ თავად ერდოღანმა დაბომბა თურქეთის საზღვრებში არსებული თურქული სოფლები.
"ის [ერდოღანი] ისრაელს ტერორისტულ სახელმწიფოს უწოდებს, მაგრამ თავისი ქმედებებით მხარს უჭერს „ჰამასის“ ტერორისტულ სახელმწიფოს", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელს ტერორისტული სახელმწიფო უწოდა და აღნიშნა, რომ ისრაელი ღაზას სექტორში სამხედრო დანაშაულებს ჩადის, რითაც საერთაშორისო უფლებებს არღვევს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press