Foto

ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს რუსეთის წინაღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის წინადადება წარუდგინა

ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს რუსეთის წინაღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის წინადადება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო სამსახური ავრცელებს.

ახალი პაკეტი 120-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის სანქცირებას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, წინადადება ასევე შეიცავს იმპორტისა და ექსპორტის ახალი აკრძალვების მიღებას, ასევე ქმედებებს ნავთობის ფასის ლიმიტის გამკაცრების მიზნით.

"სანქციების პაკეტი არის ევროკავშირის სტრატეგიის ნაწილი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ომზე საპასუხოდ", - ნათქვამია განცხადებაში.