Foto

ჯო ბაიდენი - სი ძინპინი დიქტატორია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს, შეხვედრიდან რამდენიმე საათის შემდეგ, დიქტატორი უწოდა. ამის შესახებ CNN წერს.

ბაიდენს ჰკითხეს, მიიჩნევს თუ არა ჩინეთის სახალხო ლიდერს დიქტატორად, რის პასუხადაც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა:

"არის. დიქტატორია იმ გაგებით, რომ ის არის კაცი, რომელიც მართავს კომუნისტურ ქვეყანას”.

ბაიდენის თქმით, ჩინეთის მთავრობა აშშ-ის მთავრობისგან "სრულიად განსხვავდება".

ცნობისთვის, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველი ვიზიტით იმყოფება. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის შეხვედრა შეერთებული შტატების ოფიციალური პირების მიერ უკვე დასახელებულია შესაძლებლობად, რომ შემცირდეს უთანხმოება აშშ-ჩინეთს შორის, რომელიც მსოფლიოში ყველაზე საშიშ მეტოქეობად მიიჩნევა.