ყველა კვლევა და გამოკითხვა ადასტურებს, რომ რუსული პარტიის დამარცხება და თან დიდი ანგარიშით შესაძლებელია, თუ პატარა, პროდასავლური ოპოზიცია სტრატეგიულად სწორად მოიქცევა,- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს.
როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, ენმ-ისა და "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთობლივი პლატფორმა 2024 წლის არჩევნებზე "მხოლოდ პირველი ადგილისთვის" იბრძოლებს.
“ყველა კვლევა და გამოკითხვა ადასტურებს, რომ რუსული პარტიის დამარცხება და თან დიდი ანგარიშით შესაძლებელია თუ პატარა, პროდასავლური ოპოზიცია სტრატეგიულად სწორად მოიქცევა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პასუხისმგებლიანი, ყველაზე დიდი ევროპული პარტიაა საქართველოში და შესაბამისად, გავაკეთეთ გამარჯვების კოალიცია გიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებელთან", რომლის მხარდაჭერა და ხმები ყველაზე იოლად ერწყმის ჩვენს პარტიას - ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის, მხოლოდ პირველი ადგილისთვის!
IRI ის ეს კვლევაც ადასტურებს, რომ ჩვენ 4-ჯერ და რიგ შემთხვევაში, 8-ჯერ უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს, შესაბამისად უმჯობესია ჩვენზე "შფოთვებს" და "ნერვიულობას" მორჩეს ყველა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვერანაირი პროცესი, თუ ცალკე აღებული კონკრეტული ადამიანის(ების) ვიწრო, პირადი წუწუნი და მოთქმა, ვერ დააზიანებს მთავარ მიზანს, იდიასა და ღირებულებებს. მიხეილ სააკაშვილის პარტია, მის გარეშემო გაერთიანება, იქნება მთავარი ინსტრუმენტი და შესაძლებლობა ქართველი ხალხის ხელში, რუსული ოცნების, რუსი ოლიგარქის დამარცხების გზაზე.
ყველა პროდასავლურმა პარტიამ უნდა შეძლოს პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც გარდაუვლად დაამარცხებს ივანიშვილს და მის რეჟიმს. ერთადერთი გამოასავალია, ყველა ესაუბროს მის ამომრჩეველს - მოახდინეთ თქვენი მხარდამჭერების დარწმუნება, გაერთიანება, რომ გადალახოთ 5%-იანი ბარიერი და არანაირი შანსი რუსულ პარტიას არ დარჩება",- წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გუშინ, 15 ნოემბერს "საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა" (IRI) 2023 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. IRI-ის კვლევის თანახმად, მომავალ შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 18%-მა არ იცის, ვის მისცემს ხმას, 25% "ქართულ ოცნებას" დაუჭერდა მხარს, 13% - "ნაციონალურ მოძრაობას", 4% "საქართველოსთვის" და ა.შ.
ფიზიკური ანგარიშსწორება ეს მსუბუქი ნათქვამია, ა...
არც კი მინდა წარმოვიდგინო იმ მასშტაბური ძალადობ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
Mana press