რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ პრემიერობის კანდიდატს, დღეს 20% აქვს ამ პარტიას რეიტინგი და კიდევ უფრო ქვევით ჩამოდის, შესაბამისად, მათი მხრიდან პრემიერობის კანდიდატის დასახელება არის აბსოლუტურად არასერიოზული,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის დასახელება იგეგმება, კობახიძემ თქვა:
„სააკაშვილი არის კრიმინალი სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით. მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე, რომელიც სასჯელს იხდის შესაბამისი დანაშაულისთვის არა პენიტენციურ დაწესებულებაში, სამწუხაროდ, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებაში. მან უნდა მოიხადოს ბოლომდე სასჯელი, ეს არის ჩვენი პოზიცია. სააკაშვილს დაასახელებენ, ხაბეიშვილს თუ კეზერაშვილს, თუ ვინმე სხვას, მათი რეიტინგი ისედაც ქვემოთ ჩამოდის და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო ქვემოთ ჩამოვა“,- განაცხადა კობახიძემ.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press