საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს პარლამენტის წევრისთვის, დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება 78 ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღო.
როგორც საკითხზე მომხსენებელმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, პარლამენტის წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა საკუთარი განცხადების საფუძველზე მოითხოვა, კომიტეტმა კი, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, წარდგენილი განცხადების ნამდვილობა დაადგინა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა დავით სერგეენკოს პარლამენტში გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press