იერუსალიმთან საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მომხდარი თავდასხმის უკან „ჰამასი“ დგას. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამივე თავდამსხმელი ქალაქ ჰებრონიდან იყო, რომელთაგანაც 2 უკვე იდენტიფიცირებულია, რაც შეეხება მესამე თავდასხმელს, ისრაელის უსაფრთხოების სამსახურს მისი იდენტიფიცირება ჯერ არ დაუსრულებია.
„26 წლის აბედ ელ-ხადერ კავასმე ქალაქ ჰებრონიდანაა. მამამისი, აბდალა კავასმა ჰებრონში „ჰამასის“ სამხედრო ფრთის ხელმძღვანელი იყო და ის 2003 წელს მოკლეს.
კიდევ ერთი თავდამსხმელი 28 წლის ჰასან მამუნ ქაფიშაა, მისი ბიძა, ასევე „ჰამასის“ წევრი, 2011 წელს თურქეთს გადასცეს“, - აცხადებენ უწყებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press