Foto

ბაიდენი - „ჰამასმა“ ომის დანაშაული ჩაიდინა

„ჰამასმა“ ომის დანაშაული ჩაიდინა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენის თქმით,  პირველი სამხედრო დანაშაული ჩადენილია იმით, რომ მათი „ჰამასმა“ სამხედროების შტაბი, საავადმყოფოს ქვეშ განათავსეს.

"არსებობს გარემოება, როდესაც "ჰამასის" მიერ ჩადენილია პირველი სამხედრო დანაშაული იმით, რომ მათ სამხედროები საავადმყოფოს ქვეშ განათავსეს. და ეს ფაქტია. ასეც მოხდა", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, 15 ნოემბერს, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს დამოუკიდებელი სადაზვერვო მონაცემები, რომელიც ცხადყოფს, რომ „ჰამასი“ ღაზაში მდებარე ალ-შიფას ჰოსპიტალს სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად იყენებს.