ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა განმსაზღვრელი ფაქტორია ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ჩინეთთან ურთიერთობისას საჭიროა სტრატეგიული სტაბილურობა.
"ჩინეთი მისდევს გლობალურ წესრიგს, რომელიც სინოცენტრული და იერარქიულია. ის უბიძგებს დღის წესრიგს, რომელიც ამცირებს უნივერსალური წესების მნიშვნელობას და უპირატესობას ანიჭებს ეროვნულ ინტერესებს. და ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს და ღირებულებებს.
ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს ურთიერთობაში არის მეტოქეობის აშკარა ელემენტი. მაგრამ ეს მეტოქეობა არ უნდა იყოს მტრული. ეს შეიძლება იყოს კონსტრუქციული. ასე რომ, ჩვენი რეაგირება უნდა იყოს დაბალანსებული და სტრატეგიული", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press